გაკვეთილის მთავარი თემა
|
რომაული თვლის სისტემა
რა შეიძლება გამოიწვიოს რომაულ დამწერლობაში
მარჯვენასა და მარცხენას დანიშნულების არცოდნამ?
|
საგანი/ პედაგოგი
|
მათემატიკა/ ნოდარ ქარცივაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/ V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების
მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები
დაეუფლონ რომაული თვლისა და მწერლობის სისტემას.
·
რადგან მოსწავლეებმა უკეთ გაიგონ თუ რამდენად მოსახერხებელია
რომაული დამწერლობა. თვით გაკვეთილის პარაგრაფებიც კი რომაული დამწერლობითაა დანომრილი.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მოსწავლეები
გაიხსენებენ თვლის ეგვიპტურ და ბერძნულ სისტემებს.
·
მოიპოვებენ მასალებს (წიგნები, ჟურნალები, ნახატები...), რომლებიც
მოგვითხრობენ ძველი. ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის
კულტურისა და ისტორიის შესახებ.
·
იმსჯელონ რომაულ ციფრებზე და განივითარონ ჩაწერისა
და წაკითხვის უნარ-ჩვევები, მოახდინონ პრეზენტაცია.
·
პროექტორის მეშვეობით შეძლებენ გაანალიზონ ნაკლები მნიშვნელობის მქონე
რიცხვის დაწერის საჭიროება ,დიდი მნიშვნელობის მქონე ციფრის მარცხნივ.
მათ.V.1. იყენებს ახალ რიცხვით სახელებს,
პოზიციურ სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კითხულობს
მილიონზე დიდ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების გამოყენებით (მაგ. ტრილიონი
და ა. შ.);
განმარტავს ამ რიცხვით სახელებს.
·
პოულობს
ახალი რიცხვითი სახელით მოცემული (მილიონზე) დიდი რიცხვის რიგს (მაგ. რამდენი
ციფრისგან შედგება 10-ობითი პოზიციური სისტემით
შედგენილი ასეთი რიცხვი?).
·
იყენებს 10-ის ხარისხებს დიდი რიცხვების ჩაწერისას.
მსჯელობს ათობით პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით
(მაგ. ეგვიპტური ან რომაული სისტემა).
|
წინარე ცოდნა
|
მილიონებისა და მილიარდების კლასები.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
·
მოსწავლეებს ევალებათ ცხრილის სახით წარმოადგინონ
რომაული და არაბული ციფრები.
·
შევამოწმებ შედგენის სისწორეს კითხვა- პასუხის საშუალებით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსი.
|
მე-5 კლასი სახელმძღვანელო, კლასებისა
და თანრიგების ცხრილი, ციფრებიანი ბარათები, კალკულატორი, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი.
|
გაკვეთილის A
ფაზა- გამოწვევა
აქტივობა 1-ლი. მისალმება- 1წთ.
აქტივობა მე-2. საშინაო დავალების
შემოწმება 5წთ.
გაკვეთილის B ფაზა- ცოდნის
კონსტრუირება.
აქტივობა მე-3. სამუშაო ჯგუფების
შექმნა და ფუნქციების განაწილება.
აქტივობა მე-4 ნამუშევრების პრეზენტაცია.
1.ეგვიპტური რიცხვები
2. ბერძნული რიცხვები
3.რომაული რიცხვები
გაკვეთილის C
ფაზა-რეფლექსია
მოსწავლეებს ვთხოვ შეადარონ თავიანთი
ნამუშევრები დიდ ეკრანზე წარმოდგენილი ცხრილის. შემდეგ მოხდეს
მსჯელობა, დასკვნების გაკეთება და შეფასება.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment