1. პროექტის
სახელწოდება: ჩემი საოცნებო ოთახი.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ
სხვადასხვა ფიგურების ფართობის გამოთვლა, მასალების ხარჯთაღრიცხვა შერჩეული პრინციპის
საფუძველზე, შექმნილი ჯგუფურ მუშაობით დაგეგმილი სამუშაოს წარმატებით შესრულება.
3. პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება.
4. პროექტის მიზნები: თანამშრომლობითი
უნარი განვითარება, „საოცნებო ოთახით“, სასურველი მიზნის მიღწევა.
მათემატიკური გამოთვლების პრაქტიკაში გამოყენება.
5. მოსწავლის ასაკი: 15 წელი.
6. პროექტის ხანგძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ
ნებისმიერი ფიგურის აზომვას, ფართობის გამოთვლას. 1 მ2 ფართობზე საღებავის რაოდენობის გახარჯვას და
შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნი (კატალოგი), კალამი, სახაზავი, ფორმატები, ფერადი მარკერები, კომპიუტერი ,პროექტორი,
მუყაოს ქაღალდი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. საპროექტო თემის შემუშავება;
2. მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად, შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით.
3. მოსწავლეები ირჩევენ და ინაწილებენ მათთვის სასურველ
სამუშაოს.
4. აქტივობების განხორციელება ჯგუფების მიერ:
1 აქტივობა. ჯგუფი აკეთებს ოთახის, კედლების, ჭერისა
და იატაკის აზომვას.
2 აქტივობა. ჯგუფი აკეთებს შესრულებული აზომვითი სამუშაოს
ფართობების გამოთვლას მ.22
3 აქტივობა.
ჯგუფი აკეთებს მასალების ხარჯთაღრიცხვას.
5. თითოეული ჯგუფი აკეთებს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას
მათემატიკის კათედრის წინაშე.
6. პროექტის შეფასება.
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი 5-6 ქულა
|
საშუალო 7-8 ქულა
|
მაღალი 9-10 ქულა
|
ჩართულობა
|
ნაკლებად იყო ჩართული პროექტის შესრულებაში.
|
მეტნაკლებად ჩართულია, მაგრამ უჭირს ყველა აქტივობაში ჩართვა.
|
აქტიურად არის ჩართული, თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.
|
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, წარმოდგენა.
|
დამოუკიდებლად არ შეუძლია სამუშაოს შესრულებ და დამუშავება.
|
ასრულებს სამუშაოს, მაგრამ უშვებს შეცდომებს.
|
კარგად ფლობს სამუშაოს შესრულებასა და წარმოდგენის უნარებს.
|
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
|
დამოუკიდებლად უჭირს პრეზენტაცია.
|
ახერხებს პრეზენტაციის გაკეთებას, მაგრამ არის ხარვეზები.
|
სრულყოფილად აკეთებს პრეზენტაციას.
|
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა
მათ. IX.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
მათ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
მათ. IX.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული
გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
მათ. IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.
მათ. IX.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნოდარ ქარცივაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.
ფოსტა:
qarcivadzenodar@gmail.com.
No comments:
Post a Comment